logo_geo
ნანკა კალატოზიშვილი: კუპრავა, შენ გამო არავინ გამოსულა გარეთ და დაახვიე ამ აქციიდან!
- +

4 ივნისი. 2018. 00:11

 

„კუპრავა, შენ გამო არც არავინ გამოსულა გარეთ და დაახვიე ამ აქციიდან, ისედაც ყველას გვაღიზიანებ ამდენი დღეა!“ - წერს სოციალურ ქსელში მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

„მოკლეს, ეს კუპრავა საერთოდ არ მახსოვდა ვინ იყო, არც სახეზე, არც გვარით. აქციაზე მივედი და ვიცოდი რატომ მივედი. იქ გავიგე ხალხის აღშფოთება ამ კუპრავაზე და მიზეზი ამ დამოკიდებულების. მერე უკვე ბევრი სხვა რამეც გაგვახსენდა ყველას და მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ვბრაზობდით ამ აქციისთვის პოლიტიკური ელფერის მიცემისთვის, მაინც დავდექით, არ ვღალატობდით იმ მთავარ იდეას, რის გამოც უმეტესობა შევიკრიბეთ.

 

ისევე, როგორც ყველა სხვა აქციაზე - ადამიანის უფლებების დასაცავად კიდევ და არაერთხელ გავალთ. თუმცა, აქ, ეს ბოლო ორი დღეა რასაც ვუყურებ, მოკლედ დღეს ვუსმენ ამ კუპრავას, რომ მისი და სარალიძის პოზიციები გაიყო და ჩემი თანამებრძოლი აღარ არისო.

 

ხოდა, კუპრავა, შენ გამო არც არავინ გამოსულა გარეთ და დაახვიე ამ აქციიდან, ისედაც ყველას გვაღიზიანებ ამდენი დღეა!

 

სარალიძეს თანამებრძოლები უშენოდ ბევრად მეტი ეყოლება, თან რეალური და ნამდვილი ემოციით! ადამიანები, რომლებიც არ ითხოვენ გადატრიალებას, ჩვენ გვინდა ადეკვატური სასამართლო, პროკურატურა და სახელმწიფო, რომელსაც ევალება, რომ გემსახურებოდეს და არ იმეორებდეს წინამორბედის შეცდომებს!“ - წერს ნანკა კალატოზიშვილი.

 

 

big_banner
არქივი