logo_geo
შალვა ხაჭაპურიძე: აღარ მთავრდება ეს დაწყევლილი წრე რამდენი საუკუნეა!
- +

4 ივნისი. 2018. 23:33

 

 

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რა გახდა ამ პატარა ქვეყნის დალაგება, ყოველდღე გამოჭენებული ვართ მსოფლიო მასმედიაში. გადმოვიღოთ განათლება, სასამართლო, პროკურატურა, პოლიცია და პენიტენციალური სისტემა გერმანიიდან. ადვოკატურა საფრანგეთიდან. თავდაცვა, ეკონომიკა, სოფლისმეურნეობა, უსაფრთხოება ისრაელიდან. ჯანდაცვა თურქეთიდან (იგივე ამერიკული) ტრადიციების შენარჩუნება და კულტურაზე ზრუნვა იაპონიიდან. ვებრძოლოთ ნეპოტიზმს. ადამიანის უფლებათა დაცვა ამერიკიდან. 100 კარგი, პატიოსანი ადამიანი ჭირდება ამის მენეჯმენტს, რისი რესურსიც გაგვაჩნია. აბა ვიაროთ ერთ წრეზე: სადისტები-ბოთეები- თაღლითები, სადისტები-ბოთეები-თაღლითები და აღარ მთავრდება ეს დაწყევლილი წრე რამდენი საუკუნეა!“ - წერს ხაჭაპურიძე.

 

 

big_banner
არქივი