logo_geo
ინგა გრიგოლია: ანგელოზივით ბავშვი მოკლეს და თუნდაც ჩხუბი ჰქონოდა ვიღაცასთან, ამიტომ უნდა მოეკლათ?!
- +

6 ივნისი. 2018. 01:43

 

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ეთერშიც ვთქვი, როცა ხორავას ქუჩის მკვლელობაზე ვსაუბრობდი და აქაც დავწერ, მინიმუმ სირცხვილია და მაქსიმუმ, ღმერთის გეშინოდეთ, ვინც მოკლულ პატარა ბავშვზე ავრცელებთ ბინძურ ინფორმაციას, სხვებზე ძალადობდა და აბულინგებდა სხვებს და ამიტომ მოკლესო...ანგელოზივით ბავშვი მოკლეს და თუნდაც ჩხუბი ჰქონოდა ვიღაცასთან, ამიტომ უნდა მოეკლათ?! ყველაფერი არ ითქმება, როგორც არ იჭმევაო, თუ როგორცაა… დღეს მე და თინა ხიდაშელი ვიხსენებდით, ზუსტად ასეთ ჭორებს უვრცელებდნენ თავის დროზე სანდრო გირგვლიანს, როცა ის ოქროყანის სასაფლაოზე მოკლეს, ცუდი სიმთვრალე ჰქონდა და მოჩხუბარი იყოო! მართლა არსებობს ადამიანობის რაღაც ზღვარი და შეეშვით სიბინძურეების გავრცელებას პატარა, სისასტიკით მოკლულ ბავშვზე. ამოვიდა ყელში ეს ყველაფერი. გაჩუმდით მაინც, ცოტა შეგეშინდეთ!” - წერს გრიგოლია.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი