logo_geo
გიორგი იაკობაშვილი: მოენატრათ? კი ბატონო!
- +

6 ივნისი. 2018. 02:53

 

ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რა ვიცი, რა ვიცი... თუ მართლა დაიწყება სამართლიანობის აღდგენა, ხარჯი ხარჯია და, იმ ორ ფსიქიატრიულს ბარემ ერთი კოხტა ციხეც მივაშენოთ, სპეციალური რეჟიმით, მათთვის, ვისაც მეგის ქარდავს, ალექსანდრე მუხაძე და ბაჩანა ახალაია ენატრება. ისხდებიან და საკუთარ თავზე, და არა მხოლოდ თავზე, გამოცდიან იმას, რასაც განიცდიდნენ ის ადამიანები, რომლებიც ამდენი წლის შემდეგაც კი, ხმამაღალ დალაპარაკებაზე, გაცინებაზე, შიშით იბუზებიან.

შევქმნათ მათთვის სპეციალური, სოსო თოფურიძის სახელობის საგამოძიებო უწყება, შესაბამისი მეთოდებით...

მოენატრათ? კი ბატონო. აკაკუნებენ და გაეღებათ, ითხოვენ და მიიღებენ.

დირექტორებად, რეჟიმის უფროსებად, კლუჩნიკებად და ნადზორებად კი ის პორტირებულები დავუნიშნოთ, ხელმეორად პორტირებაზეც რომ არიან წამსვლელები.

აი, ასე - სახელმწიფო სახელმწიფოში, ოღონდ მათი სახელმწიფო ჩვენ სახელმწიფოში“, - წერს იაკობაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი