logo_geo
ნინო ჯღარკავა: მსგავსი არაფერი მომისმენია, შემზარა...
- +

4 ივნისი. 2018. 02:50

 

„ახლა მოვისმინე ის აუდიოო ჩანაწერი, სადაც 29 წლის დავით ხარშილაძე, ელისო კილაძის შვილი, 17 წლის არასრულწლოვან ბიჭს რა სიტყვებით ემუქრება, მსგავსი არაფერი მომისმენია, შემზარა. ყ@@@ით უნდა გცემო შე მუ@@@ელოვო, შენს პატიმარ ბიძას შევუთვლი და ციხიდან მოგხედავო, უბანში ყურებს აგიქაჩავენ ბიჭებიო, ემუქრება ბავშვს!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა წერს და შემდეგი სახის პოსტს ავრცელებს:

 

„ველოდები შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას, ყურები ვინ უნდა აუქაჩოს პატიმრის შვილს, ქურდებით გვაშინებს კანონისმოყვარული ოჯახი? ამ ბავშვს სჭირდება გვერდით დგომა, ერთად დავუდგეთ, ხარშილაძის მხრიდან არასრულწლოვანის სიცოცხლე საფრთხეშია. ის ელიკოგამპრავებელი ჟურნალისტები როდემდე იქნებიან ჩუმად ველოდები მათაც! როგორ ყველაფერი ეპატიება ამ ოჯახს!

 

გააზიარეთ ყველამ, ჟურნალისტების რეაგირებას ველოდები, მოუსმინეთ ყველამ ელისო კილაძის 29 წლის შვილი, როგორ ემუქრება აქციაზე მდგომ 17 წლის არასრულწლოვანს. დროზე ველოდებით დაიცავით ამ ბავშვის უსაფრთხოება და კანონით მუქარა დასჯადია,  მოუსმინეთ აუდიო ჩანაწერს რა გაუგზავნა ბავშვს! მუქარა ისჯება 1 დან 3 წლამდე, სისხლის სამართლის კოდექსით, ველოდებით ბატონ გახარიას!“ - წერს ჯღარკავა და აქვე აუდიოჩანაწერს ავრცელებს.

 

https://soundcloud.com/user-625701160/fgvqtgdsrwxc

 

„რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას გავემიჯნე და ამის გამო, ელისო კილაძემ ჩემზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელა. მე კი ჩემს facebook-გვერდზე დავწერე, რომ ელისო კილაძეს არ შევეკითხები, ვისთან ვიმეგობრებ. სტატუსის გამო, კილაძის შვილი ხმოვან შეტყობინებებს მიგზავნის და მემუქრება“, – ამის შესახებ მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელმა შალვა კუჭაშვილმა განაცხადა.

 

შალვა კუჭაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს და აცხადებს, რომ მასზე ზეწოლას ახდენენ. ამასთან, აღნიშნა, რომ უწყებას კონკრეტულ შეტყობინებებს მიაწვდის.

 

„ელისო კილაძის შვილი მეუბნება, რომ სტატუსი წავშალო, თორემ უბანში ყურს ამიწევენ. ასევე მემუქრება, რომ ამ აქციაზე ჰყავს აგენტურა და ისინი მომძებნიან. ეს არის არასრულწლოვანზე ზეწოლა. შსს-ს მივმართავ, ახლა მაინც მიხედეთ ხარშილაძეს. იმის გამო, რომ იმ აქციას გამოვეყავი, რადგან ისინი პოლიტიკურ დივიდენტებს იწერენ, ამის გამო ახლა მე მემუქრებიან. მემუქრება ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე. ის თავისი მესენჯერიდან მწერს მუქარისა და უცენზურო სიტყვების შემცველ ხმოვან შეტყობინებებს. ასევე მეუბნება, რომ მამაჩემი და ბიძაჩემი არიან პატიმრობაში და მათ იქ მიხედავენ და ასე შემდეგ. მე არ მეშინია. ამ კონკრეტულ მესიჯებს მივაწვდი შსს-ს. თქვენი, მედიის მეშვეობით მივმართავ სამართალდამცველებს. ეს არის ჩემი დაბულინგების მცდელობა“, – განაცხადა შალვა კუჭაშვილმა.

 

ამასთან, შალვა კუჭაშვილმა ჟურნალისტებს ხმოვანი შეტყობინება მოასმენინა.

 

„ბიჭო, წაშალე ეგ ელისოზე სტატუსი ბიძია შენ. არეულხარ ნამეტანი სიმონ და არ შეიძლება მასე მოქცევა, პატარა ბიჭი ხარ. ისე არ გამოგივიდეს მერე, რომ ყურის აწევა მოუწიოთ შენ უბნელებს შენთვის“.

 

რამდენიმე საათის წინ, მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელმა შალვა კუჭაშვილმა განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას გაემიჯნა.

 

არასრულწლოვან ლაშა კუჭაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 156-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

 

 

big_banner
არქივი