logo_geo
მირიან ყარაულაშვილი: ან ძალიან გაუნათლებელია, ან საკუთარი ქალაქის, რაიონის და ქვეყნის დაუძინებელი მტერი!
- +

8 ივნისი. 2018. 03:08

 

თელავში გერმანიიდან 2 ათასი ევროს ღირებულების ხარის სპერმა გამოიგზავნა. ამ ფაქტს კი „ლეიბორისტული“ პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის პერფორმანსი მოჰყვა. ნიკა ვარდოშვილი თელავის მერიასთან ძროხასთან ერთად მივიდა. ოპოზიციური პარტიის წევრის ამბობს, რომ  ხარის სპერმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, დამეგობრებული ქალაქ ბიბერახიდან გამოიგზავნა  და ის 400 სული ძროხის განაყოფიერებას უნდა მოხმარდეს. ლეიბორისტის ამ  პერფორმანსს ადგილობრივ ხელისუფლებიდან უპასუხეს. მერის მოადგილის განმარტავ რომ, სპერმის მიღება დამეგობრებული ქალაქების ერთობლივი პროექტია, რომელიც მუნიციპალიტეტში ფერმერებისა და მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს. კახეთში ძროხების ხელოვნური განაყოფიერება სპეციალურ ლაბორატორიაში მოხდება. აღნიშნულ თემას „ობიექტივის“ დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:

 

„აი, ვინც ამ თემაზე ე.წ. „პერფორმანსებს“ აწყობს, კლოუნადებს მართავს და ვითომ ღდაობს - ან ძალიან გაუნათლებელია, ან საკუთარი ქალაქის, რაიონის და ქვეყნის დაუძინებელი მტერი!

 

ბიბერახთან თელავს უკვე 30 -წლიანი მეგობრობა აკავშირებს და ძალიან ბევრი პროექტია მათ მიერ განხორციელებული თელავში, დაწყებული გერმანული სკოლის დაფუძნებაში ხელშეწყობიდან და ჰუმანიტარული დახმარების აქციებიდან დღეს განხორციელების ფაზაში მყოფ ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტით!

 

ვშიშობ, მსგავსი წინდაუხედავი გამოსვლებით სამუდამოდ არ დავუკარგოთ სურვილი გერმანელ პარტნიორებს ქართულ მხარესთან თანამშრომლობისა და მეგობრობისა!

 

ჩემი მხრიდან პირადად ბოდიშს ვიხდი ბიბერახის რატუშის, ობერ-ბურგომისტრის და ბიბერახი-თელავის პარტნიორული კომიტეტის წინაშე ამ მცირე, მაგრამ ძალიან მძიმე გაუგებრობის გამო.

 

დიდი მადლობა მუნიციპალიტეტის ვიცე-მერს ბატონ აკა საჩიშვილს დასაბუთებული, კომპეტენტური პასუხის გაცემისთვის“ , - წერს ყარაულაშვილი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი