logo_geo
„ეს რა ვნახე! რა უბედურებაა!“ - ანა სუბელიანი ნიკა გვარამიას დაუპირისპირდა!
- +

8 ივნისი. 2018. 03:20

 

სამოქალაქო აქტივისტმა ანა სუბელიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2” - ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ქმედება გააკრიტიკა. პროკურატურის წინ გამართულ აქციაზე ნიკა გვარამია ქალს ხელით შეეხო და აგინა.

 

„ეს რა ვნახე! რა უბედურებაა! ვინ მისცა გვარამიას ადამიანებთან ასე მოქცევის უფლება?!“, – დაწერა ანა სუბელიანმა facebook-ს პირად გვერდზე, რასაც ნიკა გვარამიას პასუხი მოჰყვა და აღნიშნულ თემაზე პოსტის კომენტარებში პოლემიკა წარიმართა.

 

გთავაზობთ საჯარო პოსტის კომენტარებს:

 

ნიკა გვარამია: ანა, ძვირფასო, სუს-ის აგენტების პროვოკაციებს და ჩემზე თავდასხმებს როგორ მოვიგერიებ, ჩემი საქმეა და თუ არ მოგწონს, ეგერ გაქვს „ანფრენდ“ ღილაკი და თავისუფალი ხარ ისე მოიქცე, როგორც გაგიხარდება. შენ რომ დედას გიფეთქებდნენ, მე და ჩემი ტელევიზია გიცავდით, ოღონდ. ეს ისე, მეხსიერების ხანგრძლივობისთვის.

 

P.S. ასეთ დროს ადამიანებს „თაგავენ” ხოლმე, თუ მათი პასუხია საინტერესო და არა ფორუმის გახსნა მათ სალანძღავად. ეს ისე, კორექტულობისთვის.

 

ანა სუბელიანი: ვახ, რა სასაცილო და უხერხულია, რაც შენ დაწერე. რას მამადლი?! შენმა ტელევიზიამ იმიტო დამიცვა, რომ მერე ჩემი აზრი შემელამაზებინა რამეზე? თუ იმიტომ, რომ სიმართლე ჩემს მხარეს იყო? როგორ ეწინააღმდეგები ასე საკუთარ თავს?! სუს-ის აგენტი არის თუ არა კონკრეტული ადამიანი, მაგის რა სანდო მტკიცებულება გაქვს? ცოტა მეუცნაურება, ეგ ზუსტად იცოდე…

 

ძალიან კარგად მიცნობ და იცი, რომ არ არსებობს ჩემთვის შემაკავებელი ფაქტორი. როცა „ყ***ას ვხედავ, ვამბობ რომ ყ***ას ვხედავ! სულ რომ ჩემი ძმა იყოს ამ ყ***ბის შემოქმედი, იქ არ დავინდობ არავის! შენი ზოგიერთი „დამლაიქებლისგან“ გამკვირვებია, გიწონებენ ამ ძალადობას?

 

ნიკა გვარამია: სანდო მტკიცებულება? მეკაიფები? შენ ხომ სულ სანდო მტკიცებულების სტანდარტით ყრი პირიდან მარგალიტებს, come on…

 

და სუს-ის აგენტობის სანდო მტკიცებულება რომელია, თან? ეგრევე დაპროგრამებული თოჯინასავით რომ ალაპარაკდი, ამჩნევ? მიტინგზე, სცენიდან რომ ყვიროდი, მერე სულ სანდო მტკიცებულებებს ყრიდი ხალხში პროკლამაციებად, შენმა მზემ…

 

ანა სუბელიანი: აუ, ნუ ატ***ბ რა! ქალს ეჯიკავები, აგინებ, ფიზიკურად ძალადობ მასზე. რა მიტინგზე ლაპარაკთან მივლებ პარალელებს, კარგად ხარ??? და რა დაპროგრამებული თოჯინასავით, რეებს კადრულობ საერთოდ?!

 

ნიკა გვარამია: ანა, მე ისე ვიქცევი, როგორც საჭიროდ ვთვლი – სუს-ის პროვოკატორს სქესი არა აქვს. არ მოგწონს, ეგერაა „ანფრენდი“, ტვინს ნუ ღუნავ.

 

ანა სუბელიანი: მეც იმას ვწერ, რასაც ვფიქრობ და როგორც საჭიროდ ვთვლი, მიუხედავად ჩემი ადრესატის სოციალური სტატუსისა და გავლენებისა. მე მკიდია „ფრენდებს“ არ ვშლი ხოლმე, შეგიძლია შენ დააჭირო მაგ ღილაკს.

 

ნიკა გვარამია: ხოდა, უნდა „დამთაგო“ ხოლმე, ანა, რომ პასუხი გაგცე, და არა სალანძღავი ფორუმი გახსნა ცალკარას სათამაშოდ.

 

 

 

 

big_banner
არქივი