logo_geo
კახა კალაძე: უსაფრთხოების წესების დაცვა ბავშვების გადაყვანისას არის უდიდესი პასუხისმგებლობა
- +

9 ივნისი. 2018. 21:13

 

თბილისის მერი კახა კალაძე გომბორის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„საშინელი ტრაგედია დატრიალდა გომბორის გზაზე.

 

სასწავლო წლის მიწურულს დასასვენებლად და გასართობად მიმავალი მოსწავლეებით სავსე ე.წ. მარშუტკა გადავარდა გზიდან...

 

უსაფრთხოების წესების დაცვა ბავშვების გადაყვანისას არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება. როგორც ქალაქის ტერიტორიაზე დადიან სასწავლო წლის მანძილზე სხვადასხვა სკოლების ავტობუსები, შესაბამისი აღნიშვნებით და სიჩქარით, ასევე ყურადღება და წესების დაცვაა საჭირო მძღოლების მხრიდან ქალაქებს მიღმა გზებზე და ტრასებზე.

 

ვუსამძიმრებ ამ საშინელი ტრაგედიისას დაღუპულების ახლობლებს. დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს კახა კალაძე.

 

დღეს გომბორზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ხევში სამარშუტო ტაქსი გადავარდა. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 4 ადამიანი. სამი ქალი და ერთი ბავშვი.

 

 

 

big_banner
არქივი