logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: „არაა და არც მუა, მატარებელმა გატკლიცაო...“
- +

9 ივნისი. 2018. 21:47

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ერთი ძველისძველი ანეკდოტია, გურიაში ნოდარიას მატარებელი დაეჯახა და მიტუშას სთხოვეს, ოჯახს გააგებინე, ოღონდ პირდაპირ არ უთხრა, რამენაირად შეაპარეო. წავიდა მიტუშა და ჭიშკართან დაიძახა:

- ნოდარიააა, ნოდარიიი!!

ცოლმა გამოხედა

- არაა ნოდარი სახლში.

- არაა და არც მუა, მატარებელმა გატკლიცაო..

 

რაზე გამახსენდა და „ნაციონალებს“ მინდა ვუთხრა, თქვენ ქართველი ხალხი დაგეჯახათ და ვეღარ მოხვალთ, გატკლეცილები ბრძანდებით მარა, სხვებიც ნუ ელოდებით, სანამ გაგტკლიცავენ, ხალხს მოუსმინეთ, ხალხს - წყაროზე რას ამბობენ... ბებიაჩემი იტყოდა- ნენა, ფურჩული უნდა გეიგონო თვარა, ყვირილი ყველას ესმისო...“ - წერს ნინო კვაჭანტირაძე.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი