logo_geo
ირმა ინაშვილი: მზად ვარ, 5 წლის შემდეგ, კვლავ მივცე ჩვენება სასამართლოს!
- +

10 ივნისი. 2018. 01:55

 

„ციხის მწამებლებზე სასამართლოს პირველი ჩვენება 2013 წელს მივეცი. მთელი 5 წელი გავიდა და, როგორც ირკვევა, ამ დღეებში ადეიშვილისა და ჭაკუას საქმეზე კვლავ მოწმე ვარ სასამართლოზე“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თემა ციხის იმიტირებული კადრების ნაწილს ეხება, რაც ადეიშვილის დავალებით დაიდგა, ვიდრე ჩვენ რეალურ კადრებს გავავრცელებდით. მზად ვარ, 5 წლის შემდეგ, კვლავ მივცე ჩვენება სასამართლოს, რომ მომავალში სუფთა სინდისი მქონდეს, მაგრამ ვეკითხები ხელისუფლებას: თბილისის ყოფილი პროკურორი - ზოდელავა ვერ დაგიჭერიათ, რომელიც ამავე საქმის მონაწილეა და თქვენ უნგრეთში ადეიშვილს დააკავებთ?!“ - წესს ინაშვილი.

 

 

big_banner
არქივი