logo_geo
შალვა რამიშვილი: დღეს ამ განცდაში გამაგრება გვჭირდება
- +

10 ივნისი. 2018. 02:31

 

 

„ხელისუფლებავ, ჩვენ გვინდა შინაგანი გამაგრება ჩვენს მორალურ უპირატესობაში და აი ზუსტად ამას მოვითხოვთ თქვენგან - ხალხისგან, რომელსაც ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი შალვა რამიშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მოკლედ ასეა ეს საქმე: ჩვენ, ანტიმიშისტებს, ყოველთვის გვქონდა ნაცებზე მორალური უპირატესობის განცდა.

 

ჩვენ ვამაყობდით, რომ ჩვენი მხარდაჭერილი ხელისუფლება არ ძალადობდა ადამიანებზე და იყო სამართლიანი.

 

შეიძლება პიარში ნაკლებად გაწაფული, ან ნელი და რაღაც-რაღაცეებში ნაკლებად ეფექტური, მაგრამ - ჰუმანური!

 

დღეს ამ განცდაში გამაგრება გვჭირდება.

 

ყველა, გარდა ანგაჟირებული ნაცების და მონაცო ელემენტებისა კარგად აცნობიერებს, რომ რუსთაველის პროტესტი მიშას მიერ გადატრიალების მოწყობის მცდელობაა. უბრალოდ ჯერ წინა პლანზე მესამე ეშელონის ნაცები ჰყავს გამოშვებული. ეს ცხადია და იქ, აქციაზე ბევრი სწორედ ამის გამო აღარ მიდის!

 

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ გვაქვს ჩვენი მორალური უპირატესობის დაკნინების განცდა!

 

ჩვენ არ გვინდა არგუმენტები მიშისტებთან ბრძოლაში!

ჩვენ ისედაც ვიცით, რომ ეს „რევოლუცია“ არ გამოვა!

ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ხელისუფლების და წინას შედარებაც კი ნაცების პროპაგანდის ნაწილია!

 

საქმე ამ აქციაში და მიშისტებთან ომში სულაც არაა.

 

ხელისუფლებავ, ჩვენ გვინდა შინაგანი გამაგრება ჩვენს მორალურ უპირატესობაში და აი ზუსტად ამას მოვითხოვთ თქვენგან - ხალხისგან, რომელსაც ვუჭერდით და ვუჭერთ მხარს!“ - წერს შალვა რამიშვილი.

 

 

big_banner
არქივი