logo_geo
ბაია ამაშუკელი: მაინცდამიანც ხალხის წერა უნდა გახდნენ?!
- +

10 ივნისი. 2018. 03:06

 

„არ მესმის, ეს „ნაციონალები“, 2012 წლის 1 ოქტომბერს, მხოლოდ და მხოლოდ ივანიშვილს უნდა უმადლოდნენ გადარჩენას და ახლა, ამ 10 ივნისს, მაინცდამიანც ხალხის წერა უნდა გახდნენ?!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პუბლიცისტი ბაია ამაშუკელი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამათ რა ჰგონიათ, თუ ხალხს „ოცნების“ შეცდომები აღიზიანებთ, ამათ გააპარპაშებენ ისევ?! იმას მიიღებენ, რაც 2 ოქტომბერს დააკლდათ!

 

ხელისუფლებამ კიდევ, გაითვალისწინოს ეს ყველაფერი და დროულად მიხედოს ამ ავადმყოფებს, სანამ უბედურება არ დატრიალებულა ქვეყანაში! მერე ისევ მათი ბრალი იქნება!“ - წერს ამაშუკელი.

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი