logo_geo
ირმა ინაშვილი: რა კარგ ქვეყანას ავაშენებდით ასეთი სიყვარულით...
- +

3 იანვარი. 2017. 11:15



 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„დააკვირდით, როგორი თბილი განწყობა იგრძნობა საახალწლო ფოტოებიდან. გაღიმებული სახეები... სუფრასთან შეკრებილი ოჯახის წევრები... ბაბუები, ბებიები, შვილიშვილები. კოხტად გაწყობილი სუფრა... შეძლებულსაც და ხელმოკლესაც თითქოს ყველაფერი აქვს. ამ ფოტოებიდან ვეცნობით ერთმანეთის ოჯახებს: შვილებს, მშობლებს, მეუღლეებს... ყველა ოჯახს მისი ისტორია აქვს. ტკივილიც და სიხარულიც... მაგრამ ახალი წლის დღეებში ტკივილი ფარდის უკან რჩება. წინა პლანზე საახალწლო ნაძვის ხე, სუფრა და ღიმილია. ეს ერთ- ერთი გამორჩეული კვირაა მთელი წლის მანძილზე, როცა სოციალურ ქსელში და რეალურ ცხოვრებაშიც ნაკლები კბენა და ღრენაა. რა კარგ ქვეყანას ავაშენებდით, ასეთი სიყვარულით... რა კარგ ქვეყანას ავაშენებდით", - წერს ირმა ინაშვილი.




 

big_banner
არქივი