logo_geo
გიორგი ფოფხაძე: ხშირად გამითენებია ახალი წელი კონფლიქტების ზონაში...
- +

3 იანვარი. 2017. 11:32


 


ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე 1993 წლის ახალ წელს იხსენებს და ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ჟურნალისტებს, თანაც ომის ჟურნალისტებს, საახალწლო კურიოზები ხშირად აქვთ. ჩვენთვის ახალი წელი, შობა ან აღდგომა ერთნაირად სამუშო დღეა. თქვენს მონა-მორჩილს, 11 ომგამოვლილს, ხშირად გამითენებია ახალი წელი კონფლიქტების ზონაში.

 

ტაჯიკეთის ომზე გამახსენდა... ეს ის პერიოდია ქალაქ კულიაბის წარმომადგენლები... ქალაქ ლენინაბადის წარმომადგენლებს რომ ეომებიან, არც მეტი არც ნაკლები, ქვეყნის დედაქალაქ- დუშამბეში... ხო და ჟურნალისტების მცირერიცხოვანი ჯგუფი ვიმყოფებით ტაჯიკეთში და რა თქმა უნდა, ახალ წელსაც აქ ვატარებთ. სასტუმროში რომელსაც ოდესღაც "ინტურისტი" ერქვა, ახლა ისეთ დღეშია, საღამოოობით ნომერში სანამ ტარაკანების ჯოგი დასაძინებლად არ მიმოიფანტება, მანამდე დაწოლას აზრი არა აქვს... ხო და მე, გერმანელი ფოტოგრაფი ლუკ ჰერსლიხი, ჩეხეთის ტელევიზიის ჟურნალისტი დანა მაზალოვა, ბრიტანული არაბულენოვანი გაზეთის „ალ ხაიატის" ჟურნალისტი ჯაჯლალ ალმაშტა და „ბი-ბი-სის" რუსული სამსახურის წარმომადგენელი ვუგარ ხალილოვი ვზივართ ჩემს ოთახში და ვაწყობთ გეგმას როგორ შევხვდეთ ახალ1993 წელს... დუშამბეში ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალულია, ლენინაბადელები აკონტროლებენ ქალაქს და "შარიათ" შემოიღეს... (პლანი და ოპიუმი ოხრად არის და მოიხმარე რამდენიც გინდა მარაა აი ალკოჰოლს თურმე კრძალავს ამქვეყნიურ ცხოვრებაში ყურანი.. არა და იმქვეყნიურშიც წასვლა არ გვინდა არც ერთს თანაც უდროოდ და ახლა წელს)... მოკლედ მიდის დიდი ბჭობა.. „კილკა კონსერვი" გვაქვს... ტაჯიკური ლავაშიც... „სნიკერსიც" იშოვება ღვთის წყალობით და ნესვი და ნესვის ჩირიც თავზე საყრელადაა დუშამბეში... აი ალკოჰოლი კი..."იოოოხ"... ალქიმიკოსებს რომ „ფილოსოფიურ ქვაზე" გონების გაბრწყინება აქვთ ხოლმე... დაახლოებით ისე გამინათდა გონება და გამახსენდა რომ, ჩვენი სასტუმროდან ორ კვარტალში „ექიმები საზღვრებს გარეშე" ნიდერლანდური მისიის ოფისია და ოფისის ხელმძღვანელი დიდმკერდიანი ქალბატონი აქსელი წინააღმდეგი არ იქნება ჩაგვასესხოს სამედიცინო სპირტი... გლუკოზა... და ლიმონს ხო ჩვენც ვიყიდით.

„მომლაპარაკებლად" მეფრაუ აქსელთან, რა თქმა უნდა, გამამწესეს მე... როგორც მისი მკერდის ახლოს მცოდნე, დიდად მოტრფიალე და ასევე „ნელგრილად გერმანულ-ნიდერლანდურად" ორი სიტყვის მთქმელი... ბევრი რომ არ გავაგრძელო... სამედიცინო სპირტს იმ მოლაპარაკებიდან ქალბატონი აქსელიც მოჰყვა... მისი თანაშემწე მეფრაუ რედაც და... 1993 წლის ახალ წელს ტაჯიკეთში „კუსტარულად ნაკეთები ლიმნის ჩეკუშკითაც" შევხვდით...

 

თუ ვინმეს მოგიწევთ ასეთ ექსტრემალურ სიტუაციაში ახალი წლის შეხვედრა და თქვენ გვერდით „ექიმები საზღვრებს გარეშე" აღმოჩნდებიან იცოდეთ, მათ აქვთ სამედიცინო სპირტი და გლუკოზა... ლიმონს თქვენც იყიდით... გადმოდუღებულ წყალს გააზავებთ სამედიცინო სპირტთან, დაუმატებთ გლუკოზას და ლიმნის გაწურულ წვენს და... საახალწლო „ლიმნის არაყიც" მზად არის... გისურვებთ ყველას ბედნიერ 2017 წელს სულ სიხარული და წინსვლა..." - წერს გიორგი ფოფხაძე.






 

big_banner
არქივი