logo_geo
„მოიპარეს, დააზიანეს ველოსიპედები, საახალწლო განათებები და...“
- +

3 იანვარი. 2017. 11:33


 

 

რამდენიმე დღის წინ ფიტნეს კლუბმა „წრე-მ" მრგვალ ბაღში ველოსიპედები დაამონტაჟა, რომლის მიერ გამომუშავებული ენერგიითაც ბაღი საახალწლო განათებებით ნათდებოდა. ინიციატივას საზოგადოებაში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის გამო, პროექტის განხორციელება ვეღარ ხერხდება.

 

„ძალიან გვიხარია, რომ თქვენ მიერ გამომუშავებული ენერგიით მრგვალი ბაღის საახალწლოდ განათების ინიციატივას ასეთი დადებითი, მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანმა ეს პროექტი საფრთხის ქვეშ დააყენა.

 

ერთი დღის განმავლობაში მოიპარეს, დააზიანეს ველოსიპედები, საახალწლო განათებები და ეგრედწოდებული "დინამოები", რომლებიც ენერგიას გამოიმუშავებდა. ამის შემდეგ იძულებული გავხდით ინსტალაციის დარჩენილი ნაწილი ჩვენ თვითონვე მოგვეხსნა.

 

აქვე გვინდა გითხრათ, რომ ეს ამბავი ვერ შეუშლის ხელს ჩვენს სამომავლო გეგმებს და წლის განმავლობაში არაერთ მსგავს პროექტს შემოგთავზებთ", - ნათქვამია „წრე-ს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

Description: Image may contain: outdoor

 

 

Description: Image may contain: outdoor

 

 



 

 

 

 


 

big_banner
არქივი