logo_geo
„დამინახა, გამიღიმა და მეუბნება: „მაპატიეთ ჩემებმა...“ - თემურ გვალიას მოგონება გიო ხუციშვილზე
- +

11 ივნისი. 2018. 13:34

 

მსახიობი თემურ გვალია მომღერალ გიო ხუციშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ამ დღეს გაიხსნა გიო ხუციშვილის ვარსკვლავი. ამ დღეს დაემშვიდობა გიო მთელ საქართველოს თავისი სიმღერით... უჭირდა, მაგრამ მაინც შეძლო და რამდენიმე სიმღერა მაინც გვიმღერა.

 

ვარსკვლავის გახსნის შემდეგ, გამოიარა ძალიან ნელი სვლით, რამდენიმე მეგობრის დახმარებით, ჯოხით ხელში, გახარებულმა, ნაღვლიანმა და როცა ჩემს წინ აღმოჩნდა, მინდოდა, მოვხვეოდი და ორი სიტყვით გამემხნევებინა. დამინახა, გამიღიმა, თვალი ჩამიკრა და მეუბნება: „თემო, შემოგევლე, მაპატიეთ ჩემებმა, ვერც გესალმებით ნორმალურად“... მივხვდი, რომ ძალიან ცუდად იყო... მივხვდი, რომ არ უნდა შემეწუხებინა. ხელზე მოვკიდე ხელი და ვეუბნები: „შემოგევლე, გიო, მაგარი კაცი ხარ, გმადლობ“... ისევ გამიღიმა ნაღვლიანმა და თითქოს თვალებით მადლობა გადამიხადა... და წავიდა...

 

ნათელში იყოს მისი სული...“ - წერს გვალია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი