logo_geo
რატომ იწყებს შიმშილობას ინგა გრიგოლია?
- +

3 იანვარი. 2017. 11:59


 


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სერიალ „ხელოვნური სუნთქვის" გაგრძელების მოთხოვნით შიმშილობის დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს და „რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მიმართავს.


„გავიგე, შეიძლება „ხელოვნური სუნთქვა" აღარ გაგრძელდესო. ხოდა, ან სასწრაფოდ მიიღე გადაწყვეტილება და დამიბრუნე ჩემი სერილი, ან გამაგებინეთ მანიც, რატომ დაიჭირეთ ჩემი შოთა, ან ვიწყებ მშრალ შიმშილობას „რუსთვი 2"-ის შესასვლელთან, იქამდე, ვიდრე არ გაკეთედება განცხადება, რომ სერიალი გრძელდება! მოვახდენ მაყურებლის მობილიზაციას და დავიწყებ საპროტესტო აქციაებს, თავისი კარვებითა და საკნებით, თქვენ წინააღმდეგ! ველი გადაწყვეტილებას დაჟინებული მოთხოვნით! მაყურებელი: ი.გ." - წერს ინგა გრიგოლია.





 

big_banner
არქივი