logo_geo
შალვა კუჭაშვილი: მინდა, ვიცხოვრო სამართლებრივ სახელმწიფოში და ამისთვის ელისოს „ჩიტები“ არ მჭირდება!..
- +

11 ივნისი. 2018. 18:15

 

„ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის წარმომადგენელს მივაწოდე ინფორმაცია „ჟურნალისტ“ ელისო კილაძის შვილის მუქარის შემცველ ხმოვან შეტყობინებებთან დაკავშირებით და მოვუწოდე მათ, რომ პირად კონტროლზე აიყვანონ გამოძიების მიმდინარეობა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოძრაობის „ნუ მომკლავ“ დამფუძნებელი შალვა კუჭაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ასე რომ, ელისო, მე გაჩერებას არ ვაპირებ...

 

მივმართავ შსს-ს! თუ 2 კვირაში გამოძიება არ მივა ლოგიკურ დასასრულამდე, „ქრონიკა +“-ის რედაქციასთან აუცილებლად იხილავთ აქციას.

 

მინდა, ვიცხოვრო სამართლებრივ სახელმწიფოში და ამისთვის ელისოს „ჩიტები“ არ მჭირდება!..“ - წერს შალვა კუჭაშვილი.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი