logo_geo
ნინო ჯღარკავა: ჰაერში ვიგრძენი, რომ ვიღაცამ დამიჭირა, ეს ვიღაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო - კახა თარგამაძე...
- +

3 იანვარი. 2017. 13:10


 


ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„საახალწლო კურიოზს გავიხსენებ. ის დროა ბნელი და უკუნი რომ ერქვა სააკაშვილის მიმდევრების თქმით, მაგრამ არც უკუნი იყო მაშინ და არც საქართველოს წელთაღრიცხვა არ დაწყებულა 2004 წელს.

 

მოკლედ 1997 წელია, პირველ არხზე ვმუშაობ და კრიმინალურ თემებს ვაშუქებ, შინაგან საქმეთა მინისტრს დავურეკე, მინისტრი კახა იყო თარგამაძე, ახალ წელს ქუჩაში შევხვდები თქვენთან ერთად და მეკვლე ვიქნები-თქო.

 

დაიგეგმა, იმ ღამეს მინისტრთან ერთად შემოვიარე პოსტები, პოლიციის განყოფილებები და სამინისტროში წავედით ინტერვიუს ჩასაწერად.

 

მინისტრის ლიფტითაც ვიმგზავრე და მეხუთე სართულზე დაცვის და ოპერატორის თანხლებით ავედით, უკან მინისტრის მოადგილეები მოგვყვებიან ჯიმი მიქელაძე, ზურა ჩხაიძე, თემურ მურღულია, წინა დღეს ეტყობა დამლაგებლმა ძალიან მოინდომა „მასტიკით" გააპრიალა დერეფანი და ზედ ნაცარიც მიაყარა, ხოდა მწვანე კიტრივით ამაყად მივსდევ „რკინის" მინისტრს.

 

ხუმრობა ხომ არაა პატარა ჟურნალისტს ამხელა პატივი დამდეს, ახალი ქურქი და ქუსლებიანი ჩექმაც მაცვია, მომიცურდა ნაცარზე ფეხი და ავფრინდი ჰაერში, იმდენი ფიქრიც მოვასწარი ვაიმე ღმერთო რა სირცხვილია ნეტავ გული გამისკდეს და აქ არ დავეცეთქო და უცებ ჰაერში ვიგრძენი, რომ ვიღაცამ დამიჭირა, ეს ვიღაც შინაგან საქმეთა მინისტრი იყო კახა თარგამაძე.

 

გადახედა დაცვას და დაცვის უფროსს იუმორით მიმართა, ჯიმშერ ბიჭო შენ ნინო ვერ დაიცავი და მე მომხედავო? გავიცინეთ ყველამ და ასე განიმუხტა სიტუაცია, იმის მერე 4 წელი მეკვლე ვიყავი და სულ მინისტრი იყო, აი მეხუთე წელს კობამ შემასწრო ნარჩემაშვილმა და ვიხუმრე, ბატონო კახა ეს წელი არ ვიცი როგორ იქნება-თქო და კობა გახდა მინისტრი.

 

მოკლედ იმის თქმა მინდა, კარგი ფეხი მაქვს მე და კარგი მეკვლე ვარ, მთავარია ნაცარი არ დამიყაროთ კარებთან", - წერს ნინო ჯღარკავა.





 

big_banner
არქივი