logo_geo
ჯაბა მესტვირიშვილი: რალის სანახაობა პორნო სანახაობად გადააქციეთ და ათასობით ბავშვს აყურებინეთ! სულ გაგიჟდით!
- +

11 ივნისი. 2018. 23:04

 

Facebook-მომხმარებელი ჯაბა მესტვირიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის ფოტოს და პოსტს აქვეყნებს:

 

„ეს გუშინ ვაზისუბანში „ჰუალინგთან“ გადაღებული კადრებია რალზე, მე მესმის რომ გინდათ გაუტოლდეთ ევროპას მაგრამ ასე? გუშინ რომ გამოვიარე ათასობით ბავშვი ვნახე რალი რომ ენახათ სირცხვილია!  ხალხო რა მოგივიდათ? სულ გაგიჟდით რომ ეს რალის სანახაობაა პორნო სანახაობად გადააქციეთ, და ათასობით ბავშვი უყურებს მაგრად გაჭედა ამ ხალხმა!

და მერე იძახით ეკლესია რატომ გამოვიდაო... მამაომ სკამი რატომ ჩამარტყაო... ხალხი რატო გამოგვიდგაო... ეს თუ თქვენ საქციელად მიგაჩნიათ სადაც ირგვლივ ყველგან კორპუსებია და ამას ხალხი უყურებს და ბავშვები უყურებენ მაშინ არ ხართ თქვენ ადამიანები!“ - წერს ჯაბა მესტვირიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი