logo_geo
„იმ ოთახში ყოფილა რამდენიმე საათით ადრე და ამ ამბისთვის ყური მოუკრავს" - რას წერს თამუნა მუსერიძე გიო ხუციშვილზე
- +

12 ივნისი. 2018. 23:12

 

 

მომღერალ გიო ხუციშვილის გარდაცვალებას მთელი საქართველო გლოვობს. ხუციშვილი ვერაგ დაავადებას ვერ გაუმკლავდა და... გიოს გარდაცვალებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება, მათ შორის არის ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე.

 

„წლების წინ, როდესაც მედიასივრცეში ფეხი ახალი ადგმული მქონდა, ჩემ სამსახურში შემცირებები დაიწყო. გაშვების ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად (ისევე როგორც ყოველთვის) „უპატრონობის” გამო , რა თქმა უნდა მე განვიხილებოდი.

 

ამის შესახებ ვიცოდი და გათავისუფლებას დღე-დღეზე ველოდებიდი. ერთ საღამოსაც უფროსმა ოთახში დამიბარა. თავი მაქსიმალურად ხელში ავიყვანე, იქვე რომ არ მეტირა და კაბინეტში

აწურული შევედი.

 

იმ ოთახში გიო ყოფილა რამდენიმე საათით ადრე და ამ ამბისთვის ყური მოუკრავს. ჩემი უფროსისთვის უთხოვია თამუნა არ გაუშვათო.

 

გავშრი..... თვალით არ მყავდა ნანახი და ვერც კი წარმოვიდგენდი ჩემ შესახებ რამე თუ იცოდა. ნომერი გავიგე, დავურეკე, მილიონი მადლობა გადავუხადე.

 

ხშირად გადევნებ თვალს და შენი სამსახურიდან გაშვება, ძალიან დიდი უსამართლობა იქნებოდაო. გიო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა" - წერს მუსერიძე.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი