logo_geo
თაკო სანოძე: ყველაფერი თავში ირევა, ტკივილი თავიდან იწყება...
- +

13 ივნისი. 2018. 01:17

 

 

ჟურნალისტი თაკო სანოძე სოციალურ ქსელში 13 ივნისის ტრაგედიას იხსენებს და წერს:

 

„ძლიერი წვიმის ხმა...

დრო თითქოს გაჩერდა...

შემდეგ იყო:

დაღუპული და დაკარგული ადამიანები...

მკვდარი ცხოველები...

ვოლიერებიდან გამოსული მტაცებლები...

ყველაფერი განადგურებული...

განადგურდა სახლები, რომლებსაც ალბათ ბევრი ადამიანი მთელი ცხოვრება ქმნიდა...

წყალმა ყველაფერი წაიღო...

ადამიანები, სახლები, მანქანები, ნივთები, ხეები, ხიდები...

განადგურებული სახეები...

შეშინებული ბავშვები...

მათი გაურკვეველი, შეშინებული და სევდიანი თვალები...

მე სტიქიის დაწყებისას იქ არ ვყოფილვარ, სახლში ვიყავი... არაფერი გამიგია 3-4 საათამდე...

ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ანერვიულებული ხმით მეუბნებოდა ჩემი ბავშვობის მეგობარი, რომ მისი ძმა, ჩემთვის კი მეგობარი დაიკარგა... ვერსად მიაკვლიეს და ინფორმაციის გავრცელებაში დახმარება მთხოვა... ახლაც არ მახსოვს რას, როგორ და რანაირად ვაკეთებდი...

დამეხმარა ყველა! უცნობი, თუ ნაცნობი...

 

მძიმე იყო რამდენიმე დღის განმავლობაში, გამუდმებით გარდაცვალებულების პოვნა, ძალიან რთული იყო... შემდეგ ალბათ ცოტა ეგოიზმი მიპყრობდა, ან არ ვიცი როგორ ავხსნა და ვმშვიდდებოდი, რადგან, რადგან მათ შორის სერგო არცერთი აღმოჩნდა. თუმცა, ის, უკვე 3 წელია დაკარგულია... მასზე ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს...

 

იმდენი რამ მახსენდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა წვიმს, ან მაშინ, როცა ე.წ. ახალ გზაზე გავივლი ანდა ზოოპარკში... ყველაფერი თავში ირევა, ტკივილი თავიდან იწყება... თითოეული კადრი თვალწინ მიდგას...

 

მახსოვს და სულ მემახსოვრება!

 

მტკივა და ცხოვრების ბოლო წამამდე მეტკინება!

 

არ მინდა იგივე ტრაგედია ოდესმე განმეორდეს! არ მინდა ის ტკივილი, მომავალმა თაობამ ნახოს...

 

#მემოვალისევ

#მემოხალისე

#13ივნისი“, - წერს თაკო სანოძე.

 

 

big_banner
არქივი