logo_geo
ნინო კვაჭანტირაძე: ლოცვასავით წასაკითხი!
- +

13 ივნისი. 2018. 02:24

 

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყველა ჩემიანს ლოცვასავით წასაკითხი!

უფალო, ვითხოვ არა სასწაულებს და მირაჟებს, არამედ ძალას ყოველი დღისთვის. მასწავლე პატარა ნაბიჯებით სვლის ხელოვნება.

მე გთხოვ, მომცე ძალა თავშეკავებისა და ზომები საიმისოდ, რომ ცხოვრებაში არ ვიფარფატო და ვისრიალო, არამედ ჭკვიანურად დავგეგმო დღე, რათა დავინახო მწვერვალები და სიშორეები...

დამეხმარე მე, შევიგნო, რომ ოცნებები საშველი არ არის – არც ოცნება წარსულზე, არც მომავალზე. დამეხმარე, ვიყო აქ და ახლა მივიღო ეს წუთი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი.

მიხსენ მე გულუბრყვილო რწმენისგან, რომ ცხოვრებაში ყველაფერი შეუფერხებლად უნდა იყოს. მომეცი იმის ნათელი შეცნობა, რომ სირთულეები, მარცხი, დაცემა და წარუმატებლობები ცხოვრების ბუნებრივი შემადგენელი ნაწილებია, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ ვიზრდებით და ვჭკვიანდებით.

შემახსენე მე, რომ გული ხშირად კამათობს გონებასთან.

მიმავლინე მე საჭირო მომენტში ვინმესთან, ვისაც ეყოფა ვაჟკაცობა, მითხრას სიმართლე, მაგრამ თქვას ის სიყვარულით!

ვიცი, რომ ჩემი ზოგიერთი პრობლემა თავისთავად მოგვარდება. ასე რომ, მასწავლე მე მოთმინება.

შენ იცი, რა ძალიან სჭირდება ადამიანებს მეგობრობა. ღირსი გამხადე ბედის ამ ულამაზესი და უნაზესი საჩუქრის.

მომანიჭე მე მდიდარი ფანტაზია, რათა საჭირო მომენტში, საჭირო დროს, საჭირო ადგილას, მდუმარებით თუ საუბრით, მივცე ვინმეს აუცილებელი სითბო.

მაქციე ადამიანად, რომელსაც შეუძლია მისწვდეს მათ, ვინც ყველაზე „დაბლაა“.

დამიცავი მე ცხოვრებაში რამის გამოტოვების შიშისგან.

მომანიჭე არა ის, რაც საკუთარი თავისთვის მსურს, არამედ ის, რაც აუცილებლად მჭირდება.

 

სენტ-ეგზიუპერი“, - წერს კვაჭანტირაძე.

 

 

big_banner
არქივი