logo_geo
ინგა ბერიკაშვილი: ეს მოუშორებელი მეტასტაზი დგას ახლა და საუბრობს, თურმე...
- +

13 ივნისი. 2018. 14:56

 

 

„სააკაშვილის მარაზმს უკვე საზღვრები არა აქვს“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გუშინ მისი ფსიქოზის ზღვარი მისივე სიტყვებში აისახა, ფაქტია, რომ ჭკუიდან გადადგა, ქვეყანაში არეულობა რომ ვერ შემოიტანა სარალიძის ტრაგედიის ფონზე.

 

დამცირება გაუკვირდა იმ მანიაკს, ვინც ციხის წამების კადრებს ითხოვდა ხოლმე და მოლაშვილის, თეთრაძის და სხვათა წამებას რომ უყურებდა, სიამოვნებისგან დუჟი სდიოდა!

 

ცოლ-შვილი მიჰყავდათ ხოლმე ციხეში პატიმრის გასატეხად და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, ან ზოგჯერ სისრულეშიც მოჰყავდათ ეს საშინელება და ეს მოუშორებელი მეტასტაზი დგას ახლა და საუბრობს, თურმე აპოკალიფსია ქვეყანაში!

 

ამდენი მაღალჩინოსანი, ვისაც დღეს მთავრობა აკავებს, ისტორიას არ ახსოვს, „ნაციონალები“ კიდე, ხალხის წამებით და დამცირებით ხალისობდნენ!

 

ციხის ან სხვა წამების ფაქტებს როცა უყურებდნენ, კინოსტუდიას აწყობდნენ კაბინეტებში!

 

ძალადობა დღეს არავის შერჩება, მარტო „ნაციონალებს“ შერჩათ და აი, ესაა მწარე სიმართლე!

 

სანამ ეს მეტასტაზური პარტია არსებობს, მანამდე სიმშვიდის მოლოდინი ნურავის გექნებათ!

 

კიდე ბევრ მაღალჩინოსანს გაგისტუმრებენ ციხეში, თუ გონს არ მოხვალთ და წამყვან პოზიციებზე თუ ერთგულ ხალხს არ დანიშნავთ!“ - წერს ბერიკაშვილი.

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი