logo_geo
ნინა კობახიძე: რეცეპტები UNICEF-ის დასკვნის სავალალო მდგომარეობიდან გამოსასვლელად
- +

13 ივნისი. 2018. 14:57

 

„რეცეპტები UNICEF-ის დასკვნის სავალალო მდგომარეობიდან გამოსასვლელად“, - წერს სოციალურ ქსელში „ბიზნესლიდერთა ფედერაცია - ქალები მომავლისთვის“ ბორდის თავმჯდომარე, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ნინა კობახიძე და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ხო, კიდევ ერთი რეფორმა მინიმუმ ბავშვებისთვის, მაქსიმუმ რაღაც ჯგუფებისთვის - სავალდებულო უბედური შემთხვევის და კრიტიკული დაავადებების (კიბო, გაფანტული სკლეროზები, გადანერგვები და ა. შ) დაზღვევა უნდა შეეხოს ყველა ბავშვს დიდი ლიმიტებით (12-ათასლარიანი ლიმიტი არავის შველის და უფრო იაფი დაჯდება ეს დაზღვევა, ვიდრე საყოველთაო და სოლიდარობა ერთად ვხარჯავთ ბავშვებზე წლიურად), პლუს პირველადი ჯანდაცვა - მინიმუმ პედიატრის მუდმივი მეთვალყურეობა, მაქსიმუმ ჭიანი კბილებით რომ არ იარონ, რეგიონებში ყველა საჭირო მედიკამენტი პერიოდულობით უფასოდ.

 

P.S. ასევე, ყველა დასაქმებულმა და დამსაქმებელმა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი მინიმალური სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის პირობებზე“, - წერს კობახიძე.

 

 

 

big_banner
არქივი