„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომ მათი ბრძოლის შედეგად მთავრობა გადადგა ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტით ეხმაურება:
„ამასაც მაგრად ასხია, აი!“, - წერს ზედელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს უწყდება.
„დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.