logo_geo
ნიკა გვარამია: ბოდიში, ქალბატონო მთვარისა
- +

15 ივნისი. 2018. 12:14

 

„ბოდიშის მოხდა არ ტეხავს და ზოგჯერ ყველაზე მძიმე შეცდომების წამალია“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„აი, მე, მაგალითად, ბოდიშს ვუხდი იმ ქალბატონს, ვინც აქციიდან გავაგდე - არც მიცემია (არც ის და არც სხვა რომელიმე ქალი ცხოვრებაში), პროვოკატორია და იქ აქციის ჩასაშლელად იყო მოვლენილი. მაგრამ ქალი იყო მაინც და არც უნდა მეყვირა და მეგინებინა და არც უნდა მეჯიკავა. ყველა შემთხვევაში თავი უნდა შემეკავებინა.

 

ბოდიში, ქალბატონო მთვარისა“, - წერს ნიკა გვარამია.

 

 

big_banner
არქივი