logo_geo
ნატო დუმბაძე: კახი კალაძეს მინდა ვთხოვო... რატომ კახის? მას ყველაზე კარგად ესმის სიტყვა გაჭირვება!
- +

15 ივნისი. 2018. 13:51

 

„გვეყოფა პოლიტიკა და პოლიტიკოსების პიარი! მაქსიმალურად მივაწვდინოთ ხმა ყველას! გუშინ გიო გავაცილეთ! არ გვყავს დასაკარგი ხალხი, არა! დარწმუნებული ვარ, ყველა გულთან ახლოს მიიტანს და დახმარებას გაუწევს ზურა დოიჯაშვილს! ჩვენს ზურას!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პროდიუსერი ნატო დუმბაძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ყველას, ვისაც რა შეუძლია! მე პირადად კახი კალაძეს მინდა ვთხოვო, მცირედი დახმარება ზურასთვის! რატომ კახის? მას ყველაზე კარგად ესმის სიტყვა გაჭირვება! და ასევე პარლამენტარ ზაზა ხუციშვილს! ზაზა, იქნებ პარლამენტარებმაც გამოთქვან სურვილი დახმარებაზე!“ - წერს ნატო დუმბაძე.

 

ცნობისთვის, ზურა დოიჯაშვილი გულის შეტევით კლინიკაში მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ავრცელებს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„არიან მომღერლები, რომლებიც არასდროს არავის აწუხებენ, არც ხმამაღლა შეუძლიათ თავიანთ გაჭირვებაზე წუწუნი, აქვთ ხალხის დიდი სიყვარული და გულში დიდი დარდი. ასეთია ზურა დოიჯაშვილი - სახალხო მომღერალი, უყვარს ყველას, დიდს, პატარას, მღერის ყველასთვის. ზურა დღეს გულის შეტევით გადაიყვანეს კლინიკაში, ნერვიულობამ თავისი ქნა. ბინა, სადაც ცხოვრობდა სამი შვილით და მეუღლით, დაყადაღებულია, მუსიკით ვერ არჩინა ოჯახი. დღეს, სანამ ცოცხალია, მანამ სჭირდება თანადგომა, თორემ მიცვალებულის დატირება კარგად შეგვიძლია. საოცრად თავმდაბალი და უკეთილშობილესი ადამიანია ზურა, არც იტყოდა თავის გაჭირვებას, შემთხვევით რომ არ გამეგო.

 

საქართველოს მოსახლეობას ვთხოვ, მათ, ვისაც ერთხელ მაინც მოგისმენიათ ზურას სიმღერა, ტაში დაგიკრავთ, გაგღიმებიათ, მოგწონებიათ, დავეხმაროთ ზურას, უმორჩილესად გთხოვთ ყველას, ბიზნესმენებს, ზურას კოლეგებს, უბრალო ადამიანებს, გადავარჩინოთ ზურა!

 

ეს მისი საბანკო რეკვიზიტებია!

„თიბისი ბანკი“ GE30TB7365245064100044 ბადრი დოიჯაშვილი

GE23BG0000000747592200 „საქართველოს ბანკი“, - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

 

big_banner
არქივი