logo_geo
ნინო ჯღარკავა: მთავრობის გადამყირავებელ ამერიკელ ახალ მეგობარს ებარებოდე! მშვიდობით!
- +

17 ივნისი. 2018. 00:53

 

 

„დღეს ხანგრძლივი და შედეგიანი აგენტობის შემდგომ, პენსიაზე გავიდა ამაგდარი ღვაწლმოსილი, უშიშროება, კუდ სუს-ს გადამხტარი ნომრიანი აგენტი ე.კ!“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა „ქრონიკა +“-ის მთავარ რედაქტორ ელისო კილაძეზე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მძიმე გზა გაიარა ბობოხიძის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსობიდან ბადრი პატარკაციშვილის შტაბის პრესსამსახურის უფროსობამდე, ნინო ბურჯანაძის პარტიიდან „ოცნებამდე“, „ოცნებიდან“ ირმა ინაშვილამდე, პარალელურ რეჟიმში მიხეილ სააკაშვილამდე და დღეს გაშიფრულ,  „დაფასებულმა“ ბუცები კედელზე ჩამოკიდა!

 

მისი განვლილი „ჩანერგილი“ ცხოვრება ნამდვილად იმსახურებს დამსახურებულად ეწოდოს ჩინური მატაჰარის წოდება და გადაეცა დიდი ხმალი ხარაკირისთვის!

 

ნათელი და გვირგვინი შენს გზას ძვირფასო ე,კ. მთავრობის გადამყირავებელ ამერიკელ ახალ მეგობარს ებარებოდე უკუნითი უკუნისამდე! მშვიდობით ე.კ“, - წერს ნინო ჯღარკავა.

 

 

big_banner
არქივი