logo_geo
ირმა ინაშვილი: მოხდეს სააკაშვილ-ბოკერიების რეჟიმის შეფასება! ვინც მხარს გვიჭერთ, დადექით ჩვენს გვერდით!
- +

17 ივნისი. 2018. 14:59

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს რომ ვუყურებდი სულხან მოლაშვილის კადრს პარლამენტის დარბაზში და ამავდროულად, ვუყურებდი ბოკერიების ცინიკურ სახეებს, იცით, რაზე ვფიქრობდი?! ასეთი უკიდეგანო უსამართლობისა და უზნეობისაგან კაცს შეიძლება გული გაგისკდეს! გავერთიანდეთ, ფეხზე წამოვდგეთ, ვიმოქმედოთ, თორემ ესენი მომავალში ჩვენს შვილებსაც დაჩაგრავენ! საზოგადოების მოთხოვნა უნდა იყოს მკაფიო - დამთავრდეს კრიმინალების მფარველობა და მათი ხელოვნური დომინირება მთავარ ოპოზიციურ ძალად. ძალა კი არა, ბოკერიებს საკუთარი ოჯახის წევრებიც არ უჭერენ მხარს. ამ დღეებში პარლამენტში შევიტანთ რეზოლუციის ტექსტს, მოხდეს სააკაშვილ-ბოკერიების რეჟიმის შეფასება! ვინც მხარს გვიჭერთ ამ მოთხოვნაში, როცა მოგიხმობთ, დადექით ჩვენს გვერდით!“ - წერს ინაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი