logo_geo
ეკა ბესელია: ცილისმწამებლური ინფორმაციების გამო, მივმართავ სასამართლოს...
- +

18 ივნისი. 2018. 21:07

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვეხმიანები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტს, სადაც „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტმა და ifact-ის წარმომადგენელმა გაავრცელეს განზრახ ცრუ, ცილისმწამებლური და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია. კერძოდ, მე დამაკავშირა კომპანია „Qnet“-თან და მის საქმიანობასთან, რაც არის სრული სიცრუე. მიუხედავად იმისა, რომ ამის თაობაზე ვაცნობე გადაცემის წამყვან ჟურნალისტს, მან განზრახ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია. ამ კომპანიასთან არასოდეს მქონია და არ მაქვს არანაირი ურთიერთობა და მოვითხოვ, გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო, იმსჯელოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ, რომელსაც მივმართავ ხვალ საჩივრით. ხოლო შემდგომ, გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციების გამო, მივმართავ სასამართლოს „რუსთავი 2“-ის და ჟურნალისტთა ჯგუფის - „ifact“-ის წინააღმდეგ“, - წერს ბესელია.

 

 

big_banner
არქივი