„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის" დირექტორი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის თანამდებობაზე კანდიდატებთან გასაუბრებებია პირდაპირ ეთერში. ძალიან სახალისოა. ერთ კანდიდატს ჰკითხეს, დიდი სტრუქტურული ერთეულის მართვის გამოცდილება თუ გაქვთო. კანდიდატი პასუხობს: არ მაქვს, მაგრამ ვისწავლიო. სწავლა სიბერემდე! ჩვენი ნერვებისა და გადასახადების ხარჯზე, ცხადია", - წერს გოგავა.