logo_geo
ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
- +

18 ივნისი. 2018. 22:19

 

„არ ვიცი რა დავარქვა ამას... რომ მაჩვენეს გული გამისკდა, რატომღაც მერაბ კოსტავას დაწერილი გამახსენდა, მტრედს რომ მიმართავს ცხაურიანი საპატიმროდან, ეს კედლები კუბოს დარად რომ დავიწროვდეს ჩემს გარშემო, შენ ჩემზე თავისუფალი მაინც ვერ იქნებიო... საქართველოს დევნილი და მოკლული პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ამ კუბოს დარმა ჩასასვენებელმა დაიტია ფიზიკურად, თუმცა სულიერად მერაბის დარად თავისუფალი და ლაღი დარჩა...

ერთი კვირის განმავლობაში ამ, ხის ფიცრებისგან შეკრულ „სასახლით“ იქნა დაკრძალული ზვიადი... დღეს ამ „შეკრულ ფიცრებს“ სამეგრელოში ერთი ოჯახი რელიკვიად ინახავს, სადაც უკვე რამდენჯერმე ვსტუმრობდი...“ , - წერს შონია და ფოტოს აქვეყნებს.

 

 

 

 

big_banner
არქივი