logo_geo
ეკა ბესელია: უბადრუკი გვარამია, ისე დაეცა რომ სერიოზული რეაქცია აღარ მაქვს...
- +

19 ივნისი. 2018. 02:50

 

 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მორიგი უნიჭობის და ბოროტების გამოვლინება: უბადრუკი გვარამია... აი, უკვე ისე დაეცა, რომ სერიოზული რეაქცია აღარ მაქვს... აღარ იცის, რა შეთხზას...

 

„ნოემბრიდან ნოემბრამდე“ ხომ იყო პროკურორ-რეჟისორის „შედევრი“?! ახლა მოკლემეტრაჟიან უნიჭო ცრუ ნოველებს გვიმზადებს.

 

კონსპირაციის თეორიები და ბიძინას ბოღმა, ვშიშობ სულ შეშლის...

 

რას გავდა დღევანდელი სიუჟეტი... რომელი ერთი...

 

ან რა იწვალა, რომ ეს რაღაც „ქიუნეთი“ დაეკავშირებინა ჩემთან. სრული ბოდვა! როგორც გავიგე, ამ კომპანიას დამფუძნებელი საქართველოში არა ჰყავს.

 

მარტივად დავწერ, არ ღირს სერიოზულ განსჯაში შესვლა, ჩემი ოჯახი არ არის ამ ფირმის დამფუძნებელი. რომც იყოს, დასამალი არაფერი მაქვს.

 

ვერც იპოვეს ვერავინ სულიერი, რომ ესაუბრა, თავად ჟურნალისტი ჰყვებოდა თავისივე შეთხზულ ზღაპარს. ვიღაც გაურკვეველი, ინკოგნიტო ადამიანის სატელეფონო საუბრით ამოიწურა მტკიცებულება... როგორი პროკურორიც იყო, ისეთ მედიაპროდუქტს ქმნის.

 

მოკლედ მინდოდა დამეწერა, გვარამიას მორიგი უნიჭო სცენარი!

 

რასაკვირველია, მშვიდად გამოვიყენებ სამართლებრივ გზებს და სასამართლოში მოუწევს პასუხის გაცემა. ისე, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიასაც მოუწევს ამაზე მსჯელობა.

 

რამდენჯერაც ცილისწამებას ექნება ადგილი, იმდენჯერ მექნება რეაგირება!!!

 

თან საქმე....“ - წერს ბესელია.

big_banner
არქივი