სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება:
„რატომ ელანდებათ ამ კაცებს სულ „კალთაში ჯდომა“ და „მსუბუქი ყოფაქცევა“, როცა ქალებზეა საუბარი? ნათია ერთ-ერთი წესიერი, პრინციპული და პროგრესული ახალგაზრდაა, ვისაც ვიცნობ. ამ გამოძიებაში თუ რამე შეეშლება მას ან შსს-ს, პირველი ჩვენ ვიტყვით ამას! არაა საჭირო ეს ბინძური კამპანია ქალების წინააღმდეგ!“ - წერს ნინო ლომჯარია.