logo_geo
გოგა ჩანადირი: გაიცანით თბილისის უხუცესი მეეზოვე ტარიელ მაისურაძე... სულ მალე 86 წლის გახდება...
- +

4 იანვარი. 2017. 14:56


 

„გაიცანით ტარიელ მაისურაძე. სულ მალე 86 წლის გახდება", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი წერს და თბილისის უხუცესი მეეზოვის ისტორიას გვიყვება:


„ის თბილისის უხუცესი მეეზოვეა. აქვს დიდი ხნის სტაჟი. უყვარს თბილისი და ხანდაზმულობის მიუხედავად, მაინც გულმოდგინედ მუშაობს, ძირითად გლდანში.

 

მისი ერთი შვილი - ფრიდონი აფხაზეთის ომში დაიღუპა. მხოლოდ 2016 წელს შეძლო შვილის ნეშტის დატირება, რადგან მანამდე მისი გადმოსვენება ვერ მოხერხდა. ფრიდონს მინიჭებული აქვს ჯილდო მხედრული მამაცობისთვის.

 

ბატონი ტარიელის თხოვნაა, რომ ნარჩენები ძირს არ დავყაროთ და ამისთვის ნაგვის ყუთი გამოვიყენოთ.

 

მე აუცილებლად გავითვალისწინებ ტარიელ მაისურაძის თხოვნას, რადგან მის შრომას პატივს ვცემ.

 

აქცია #ჩავყაროთნაგავი გრძელდება", - წერს გოგა ჩანადირი.

 

 


 

big_banner
არქივი