logo_geo
დაჩი ცაგურია: ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გაუწყოთ, ძვირფასო მეგობრებო...
- +

21 ივნისი. 2018. 10:57

 

„საქართველოს რკინიგზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გაუწყოთ, ძვირფასო მეგობრებო. აი, ეს უსაყვარლესი ბიჭი, ნამდვილი რკინიგზელი, რკინიგზაზე უზომოდ შეყვარებული ჯონი თავართქილაძე გარდაიცვალა. გულითა და სულით ვუსამძიმრებ ჯონის ოჯახს. ძალიან დამწყდა და მეტკინა გული ამ ტრაგედიის გამო. ჯონი დააკლდა მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს და მის საყვარელ „საქართველოს რკინიგზას“. უსაყვარლესი ბიჭი დავკარგეთ... არ ვიცი, რა დავწერო...

 

კაცი, რომელიც მთელი დღე მატარებელს მართავდა, სახლში ბრუნდებოდა და მისი ხელით შექმნილ „საქართველოს რკინიგზის“ მოდელს ეფერებოდა, წერდა მუსიკას, უყვარდა ფორტეპიანოზე დაკვრა და წარმოდგენაც მზარავს, რომ ეს სპეტაკი ბიჭი აღარაა... ღმერთო, დაუმკვიდრე სამუდამო სასუფეველი მის სულს. გული ჩამწყდა...“ - წერს ცაგურია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი