logo_geo
ნინო ჯღარკავა: ახლა აღარ ხართ სავჩენკოები და აღარაა ეს გოგო გმირი?
- +

4 იანვარი. 2017. 19:37


 

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„იმდენად ავადმყოფები არიან ეს მიშმადიდებლები რომ, უკრაინელმა ვერა ბრეჟნევამ საახალწლო შოუში ქართველ ქმართან ერთად ქართულად წაიღიღინა და ჩაქოლეს...

თქვე ამნეზიით შეპყრობილებო მიშას ფავორიტკა ვინმე ივანა მელაი რომ ჩამოიყვანეთ უკრაინიდან ოჯახით და შოუ-შოუ დაათრევდით, ხან ძროხები აწველინეთ, აკნავლებდით ჩიქორთულად და მეგრულად, ტაშს ისეთი გამეტებით ურახუნებდით, თითქოს მერვე საოცრება აღმოაჩინეთ და ასევე უკრაინელი ვერა ბრეჟნევა როდიდან გახდა რუსი და საგინებელი? მართლა ვაი თქვენს პატრონს და ის მომიკითხეთ, ნადეჟდა სავჩენკო, აქციები რომ გაუმართეთ და პუტინთან რომ გადაბარგდა, ახლა აღარ ხართ სავეჩენკოები და აღარაა ეს გოგო გმირი?" - წერს ნინო ჯღარკავა.


 

big_banner
არქივი