logo_geo
ნიკოლოზ მჟავანაძე: ნიკა გვარამიას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება!
- +

22 ივნისი. 2018. 19:08

 

 

დღეს მთვარისა ნავერიანმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა,  „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძემ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ 31 მაისს მთავარ პროკურატურასთან მთვარისა ნავერიანის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებთან დაკავშირებით ისანი-სამგორის პროკურატურას შუამდგომლობით მიმართეს.

 

ნიკოლოზ მჟავანაძემ მედიისთვის აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა:

 

„მას შემდეგ, რაც ჩვენ მიერ დაწვრილებით გაანალიზებულ და შესწავლილ იქნა  ვიდეომასალები, რომელიც ნათლად ასახავს ამა წლის 31 მაისს საქართველოს მთავარ პროკურატურასთან „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკოლოზ გვარამიას განხორციელებულ ქმედებებს, მივედით იმ დასკვნამდე, რომ საქმე გვაქვს დანაშაულთა ერთობლიობასთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  შუამდგომლობას ვაყენებთ თქვენ წინაშე, ნიკოლოზ გვარამიას ბრალი წაეყენოს: სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის( ძალადობა) 11 ნაწილის   „ბ“ ქვეპუნქტით. 142-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა). 151 -ე მუხლის (მუქარა) მეორე ნაწილის  „ა“ ქვეპუნქტით. 239 -ე მუხლის (ხულიგნობა) მეორე ნაწილის  „ა“ ქვეპუნქტით.

 

მოვითხოვთ პროკურატურისგან ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას და  მთვარისა ნავერიანის დაზარალებულად ცნობას. ვინაიდან  239-ე მუხლის (ხულიგნობა) მეორე ნაწილის  „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია სასჯელია  თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ხუთ წლამდე და გვარამიას სწორედ 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა ვალდებულია, ნიკა გვარამიას ბრალის წაყენების შემდეგ სასამართლოში  აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა მოითხოვოს“, - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

 

 

big_banner
არქივი