logo_geo
რუსუდან შარაძე: ჯვარს რომ დასცინიან, კი ხვდებიან, მაგრამ...
- +

23 ივნისი. 2018. 01:14

 

 

აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბრილიანტზე ისე ქილიკობს ზოგიერთი, გეგონება, ცოლის მზითევი სულ არ უთვლია, ან კიდევ, დედამთილის სამკაულები სულ არ უწონია, აფთიაქის სიზუსტით...

 

ზოგადად, ამით ჯვარს რომ დასცინიან, კი ხვდებიან, მაგრამ მიზეზი გინდოდეს კაცს და...

 

მეუფე შიო“, - წერს შარაძე.

 

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა.

 

ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება ეკლესიის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც ეკლესია წმინდა სინოდის წევრებს განსაკუთრებული დამსახურებისთვის ანიჭებს.

 

წმინდა სინოდის სხდომა წელს პირველად ჩატარდა.

 

 

big_banner
არქივი