logo_geo
მალხაზ თოფურია: ძალიან ბევრი რამე ხდება მხოლოდ აქ და ამ ქვეყანაში!
- +

23 ივნისი. 2018. 15:00

 

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების ვეტერანი, შავნაბადას ბატალიონის პირველი ასეულის ყოფილი მეთაური მალხაზ თოფურია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„მესი შემეცოდა...

 

მხოლოდ ქართველს შეუძლია შეებრალოს მილიარდერი მესი და თან 20 თეთრზე ჩალიჩობდეს „სემიჩკის“ საყიდლად. მარტო ქართველს შეუძლია შეეცოდოს დამარცხებული პრეზიდენტობის კანდიდატი ამერიკაში, მის წინასაარჩევნო შეცდომებზე ისაუბროს და საკუთარ ლეიბორისტ ცოლს ვერ დააჯეროს, რომ გუგავა არ მოვა... მარტო საქართველოშია შესაძლებელი, ინდურ სერიალში დანგრეულ სიყვარულზე ცრემლად დაიღვარონ და აქვე დასძინონ, მეგიზი სწორედ აწამებდა და კასტილა სწორად ხმ...ბდაო. ძალიან ბევრი რამე ხდება მხოლოდ აქ და ამ ქვეყანაში!

 

„ზნაჩიტ“, იბერია გაბრწყინდება“, - წერს თოფურია.

 

 

 

big_banner
არქივი