logo_geo
კონსტანტინე გამსახურდია: მივესალმები ამ ვიზიტს და არ ვაპირებ, ვიღაცას დავანებო ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმება
- +

4 იანვარი. 2017. 22:54



„პატრიოტთა ალიანსის" წევრი კონსტანტინე გამსახურდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„როდესაც საქართველოში დაძრწის „ახალი მოლოტოვ-რიბენტროპის გარიგების" აჩრდილი ტრამპსა და პუტინს შორის, რომელშიც თითქოს საქართველო, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა და ბალტიური ქვეყნები უნდა მოყვნენ და დაუბრუნდნენ რუსული გავლენის წიაღს, (თუკი მიხრწნილი კისინჯერი კულისებში თავის დიპლომატიურ წინ-და-უკან რაუნდებს შეუდგება, თუნდაც ჭორის დონეზე თუ ვიტყვით) ამერიკელი სენატორების ვიზიტი სერიოზული გზავნილია.

მივესალმები ამ ვიზიტს და არ ვაპირებ, ვიღაცას დავანებო ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმება, ჩაბარება, შემდგომი დაშლა-ფრაგმენტაცია და საბოლოოდ რომელიღაც ქვეყნის სამხრეთ რეგიონად ქცევა. ამ დაუნდობელი ბრძოლის ახალ რაუნდში, რომელიც აუცილებად იფეთქებს, თითოეულ მოკავშირეს დიდი ფასი აქვს. ასეთ ძლიერს ხომ საერთოდ", - წერს გამსახურდია.


 

big_banner
არქივი