logo_geo
ირმა ინაშვილი: წეღან მის წერილებს ვკითხულობდი… გული დამეწვა…
- +

5 იანვარი. 2017. 00:18



პარლამენტის წევრი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:


„ამ დღეებში (3 იანვარიც მოიხსენიება და 5 იანვარიც) ექვთიმე თაყაიშვილის დაბადების დღეა... დიდმა მამულიშვილმა ერთი ცალი კოვზიც არ გაყიდა ჩვენი საგანძურიდან, რომ ავადმყოფი მეუღლისთვის წამალი ეყიდა. დაბრუნდა სამშობლოში ნაწამები და გატანჯული. განძი უვნებლად ჩამოგვიტანა. თავად კი, თვითმფრინავიდან ვერ ჩამოდიოდა, ფეხსაცმელი არ ეცვა. წეღან მის წერილებს ვკითხულობდი. გული დამეწვა. ექვთიმეს კუბოს რამდენიმე კაცი მიაცილებდა. ლადო გუდიაშვილს აქვს ნათქვამი: „ამნაირ ადამიანებს ძველად ხატავდნენ ტაძრის კედლებზეო" - წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში. 


 

big_banner
არქივი