logo_geo
სოფელ წედისში ზვიად გამსახურდიას პირადი მდივნის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
- +

25 ივნისი. 2018. 18:31

 

„პუტჩისტების მიერ მოკლული პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პირადი მდივნისა და „საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინების“ მდივნის, საქართველოს გმირის, ქალბატონ ლალი მაისურაძის ხსოვნას…“ - წერს სოციალურ ქსელში ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი და „საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინების“ წერილს აქვეყნებს:

 

„2018 წლის 23 ივნისს „საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინების" პრეზიდიუმის ინიციატივით, რაჭაში, ონის რაიონის ყველაზე მაღალ სოფელში - წედისში, მოეწყო თავისი მნიშვნელობით განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის, ბატონი ზვიად გამსახურდიას პირადი მდივნისა და „საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინების" მდივნის, საქართველოს გმირის, ქალბატონი ლალი მაისურაძის ხსოვნას. როგორც ცნობილია, ქალბატონი ლალი მაისურაძე, რომელიც იმ პერიოდში, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ სპეციალური სახელმწიფო მნიშვნელობის დავალებით მივლინებული იყო დასავლეთ საქართველოში, ვერაგულად იქნა მოკლული ხუნტისა და ქვეყნის მოღალატეთა მიერ.

 

„საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინების" პრეზიდიუმისა და კავშირის რაჭის რეგიონალური ორგანიზაციის წევრებმა სოფელ წედისში მოინახულეს იმ დროიდან დარბეული და სრულიად დანგრეული საქართველოს გმირის, ქალბატონი ლალი მაისურაძის სახლი და კარ-მიდამო, ხოლო შემდგომ სოფლის სასაფლაოზე მისი საფლავი, სადაც დადგეს მემორიალური დაფა შესაბამისი წარწერით. „საქართველოს ჰელსინკის კავშირი - ეროვნული აღორძინების" წევრებმა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა და თანამებრძოლთა სახელით ლოცვებით მოიხსენიეს და პატივი მიაგეს საქართველოს გმირის, ქალბატონი ლალი მაისურაძის ხსოვნას!

 

მარადიული ხსოვნა საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის დაღუპულ გმირებს!“

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი