logo_geo
ირაკლი ჟვანია: მეუფე შიოს მამა - ადამიანი მზე, სიყვარული, ნიჭი, დღესასწაული...
- +

26 ივნისი. 2018. 00:33

 

მოქანდაკე ირაკლი ჟვანია სოციალურ ქსელში პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრის მეუფე შიოს მამის შესახებ წერს:

 

„ძალიან სამწუხაროა რომ ფართო საზოგადოებამ არ იცის, როგორი სრულიად არაჩვეულებრივი ადამიანი და უნიკალური ნიჭის მატარებელი მამა ჰყავდა პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს...

 

ადამიანი მზე-სიყვარული-ნიჭი-დღესასწაული... საათობით ვუსმენდით მის სიმღერას და არც კი ვიცოდი რომ კიდევ უფრო დიდი კომპოზიტორი გვყოლია...

 

...ეს გავიგეთ მხოლოდ მისი წასვლის შემდეგ...

 

როგორც უნიჭიერესს და უაღრესად თავმდაბალ კაცს, არ მიაჩნდა მისი თავი ღირსად შეეწუხებინა ქვეყანა თავისი პარტიტურებით, ვინ იცის რამდენი დაკარგა ქართულმა კულტურამ ამით...

 

კიდევ კარგი ცხონებულმა ბატონმა გუგული მგელაძემ მოახერხა და ფილმში „ჩაკლული სული“ გამოიყენა ამ უნიკალური შემოქმედის სიმღერაც და მუსიკაც...

მოუსმინეთ. ეს მუსიკალური ნაწყვეტი სწორედ იმ ფილმიდანაა, პირველად გაიგებს ბევრი ამ მუსიკას და დააფასებს როგორი არაჩვეულებრივად ნიჭიერი იყო ეს სიყვარულით სავსე კაცი“,-  წერს ირაკლი ჟვანია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

big_banner
არქივი