logo_geo
გელა ზედელაშვილი: ვაი, თქვენს პატრონს!
- +

26 ივნისი. 2018. 20:23

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„პროკურორების დაკითხვა პირდაპირ ეთერში:

 

- ბატონო იმანო, ესე იგი, გ.ჯ-მ ამოიღო ჯიბიდან დანა და მიეჭრა პ.ჟ-ს, ამ დროს იქვე იყვნენ დ.ტ, ყ.ს, მ.უ, ბ.ც, კ.ლ, ხომ?

 

- დიახ, ბატონო ამანო, გ.ჯ-მ ამოიღო ჯიბიდან დანა და მიეჭრა პ.ჟ-ს, ამ დროს იქვე იყვნენ დ.ტ, ყ.ს, მ.უ, ბ.ც, კ.ლ.

 

- აჰა, გასაგებია... და ამ დროს შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ უ.შ, წ.კ, რ.ლ, ი.ო და ჯ.ხ, ხომ?

 

- დიახ, შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ უ.შ, წ.კ, რ.ლ, ი.ო და ჯ.ხ.

 

ვაი, თქვენს პატრონს!!!“ - წერს ზედელაშვილი.

 

 

big_banner
არქივი