logo_geo
ირაკლი კაკაბაძე: მინდა გულწრფელად დავსვა საჯაროდ, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა...
- +

27 ივნისი. 2018. 03:38

 

 

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

„მინდა გულწრფელად დავსვა საჯაროდ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა: იყო თუ არა 1992 წლის 6 იანვარს საქართველოს ლეგიტიმური და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა დანაშაული და სჭირდება თუ არა ამ აქტს იურიდიული გასწორება? აქ არ ვგულისხმობ პირადად ამ აქტში მონაწილე ადამიანებზე შურისძიებას და მათს ფიზიკურად დასჯას. არა. ლაპარაკია სუფთა პოლიტიკურ ენაზე ლეგიტიმურობის და სამართლიანობის აღდგენაზე და საქართველოს ისტორიის სუფთა ფურცლიდან დაწყებაზე. 1992 წლის მერე საქართველოა მისმა კანონიერმა მოსახალეობამ ფაქტიურად დაკარგა, ძალაუფლება ხელში ჩაიგდო არალეგალურმა პოლიტიკურმა ძალებმა, ეკონომიკური რესურსები მიითვისა ბანდიტურმა დაჯგუფებებმა და მერე პრაქტიკულად მთლიანად გაასხვისა, არჩევნები 1992 წლიდან რეგულარულად ყალბდება სამხედრო პუტჩის მომწყობი ძალების მიერ და რეალურ, ხალხიდან წამოსულ ძალებს აპრიორშივე არანაირი შანსი არა აქვთ - საზოგადოებრივი გამოკითხვები მუდმივად ყალბდება. ამიტომაც საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მიაჩნია რომ უნდა მოხდეს ამ დანაშაულის იურიდიულად აღიარება და საარჩევნო და ეკონომიკური პროცესების „ტაბულა რაზადან“ დაწყებაა.

 

რას ფიქრობთ უნდა ვაღიაროთ თუ არა რეფერენდუმის გზით 1992 წლის გადატრიალება სახელმწიფო დანაშაულად და დავიწყოთ პოლიტიკური ცხოვრების აგება სუფთა ფურცლიდან?

 

ცალკეულ დანაშაულებზე ნამდვილად მსჯელობს ან სასამართლო (და ეს ყოველთვის უნდა გააკეთოს რა თქმა უნდა) ან 'სიმართლის და შერიგების კომისია' (რომელიც რიგ ქვეყნებში იყო და აქაც კარგი იქნება რომ იყოს). მაგრამ ეს საკითხი სხვა განზომილებაა. მე ვლაპარაკობ იმაზე რომ რეფერენდუმზე უნდა დადგეს საკითხი სუფთა იურიდიულად: იყო თუ არა 1992 წლის გადატრიალება სახელმწიფო დანაშაული და არალეგიტიმური აქტი. ხალხი პირველი კანონმდებელია. ეს მოგვცემს საშუალებას რომ ამ მარაზმიდან ამოვიდეთ მარტო! სხვა არანაირი 'რეფორმა' ამას არ უშველის - დღევანდელი ისტაბლიშმენტი - თავისი სრული ორგანზაციული შემადგენლობით არის ხუნტის და შევარდნაძის რეჟიმის ნაბიჭვარი - პოლიტიკური მნიშვნელობით. და ის მემკვიდრეობა - 26 წლიანი მემკვიდრეობა იურიდიულად თუ არ წაიშალა - არაფერი გამოვა. და სამართლიანი არჩევნები და ეკონომიკური სისტემა მხოლოდ მაშინ იქნება. სხვა სემთხვევაში ეს შეუძლებელია. 6 წელს უსწრებდა 9 წელი, 9 წელს უსწრებდა 11 და ასე შემდეგ.. სუფთა ფურცლინდანაა დასაწყები! აბსოლუტურად სუფთა ფურცლიდან..,

 

დიდი მოძრაობაა საჭირო რეფერენდუმის მოთხოვნით. და რეფერენდუმის ცატარებით და ამ რეფერენდუმის მერე ეროვნული კრების და უზენაესი საბჭოს მიერ ახალი არჩევნების დანიშვნით. ესაა ერთადერთი გამოსავალი.

 

მე არ ვაყენებ პიროვნული ვენდეტების საკითხს - ეგ არ მიმაჩნია სწორად. არა - აქ ლაპარაკია რეფერენდუმის მიერ აქტის მიღებაზე - სადაც გადატრიალება დამნაშავედ გამოცხადდება - მერე 'მოქალაქეთა კავშირს' და მის სამართალმემკვიდრე პარტიებს აეკრძალებათ პოლიტიკაში ყოფნა - და აგრეთვე მოხდება ეკონომიკური და სოციალური სამართლიანობის აღდგენა. მეტი არაფერი. პოლიტიკური ნების აქტია - და სხვა არაფერი. ვენდეტები კი უნდა აიკრძალოს და იყოს 'სიმართლის და შერიგების კომისია“, - წერს ირაკლი კაკაბაძე.

 

 

big_banner
არქივი