logo_geo
ოთარ აბესაძე: ჩვენს დედაქალაქში არასდროს, არცერთ "პერიოდში", განვითარების ასეთი სწრაფი ტემპი არ ყოფილა
- +

5 იანვარი. 2017. 12:34


„დავიბადე და გავიზარდე თბილისში. ქალაქში, რომელიც ჩემთვის ტრადიცია და ურთიერთობაა. დაახლოებით 10 წელია აქტიურად ვაკვირდები ჩემი ქალაქის განვითარებას და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ყოველგვარი პოლიტიკური სიმპათიების თუ მიკერძოების გარეშე. რაც უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში გაკეთდა ჩვენს დედაქალაქში, არასოდეს, არცერთ "პერიოდში", განვითარების ასეთი სწრაფი ტემპი არ ყოფილა", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე წერს.


„1. ორ წელში დედაქალაქის მასშტაბით დაიგო 2 874 402 მ2 გზა.

 

2. აშენდა თავისუფლების მოედანზე პუშკინის ქუჩის ესტაკადა. შენარჩუნდა აღმოჩენილი გალავანი და გზა მოეწყო ისე, რომ ტურისტებსაც შეუძლიათ დათვალიერება და თან საცობის პრობლემაც მოიხსნა ასათიანის ქუჩაზე.

 

3. ბარათაშვილის ხიდს ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია.

 

4. დედაქალაქში მოეწყო 17 ახალი სპორტული მოედანი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 294 ობიექტს.

 

5. აშენდა პირველი მიუსაფართა თავშესაფარი დედაქალაქში.

 

6. აშენდა აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდის სასაფლაოსკენ გადასასვლელი ხიდი, რამაც კიდევ უფრო დააკავშირა დიდი დიღმის მოსახლეობა ცენტრალურ გზას და ბევრი პრობლემა მოუხსნა მძღოლებს.

 

7. განორციელდა მდინარე ვერეს ხეობის სრული აღდგენა - რეკონსტრუქცია. 13 ივნისის სტიქიის მოვლენებიდან გამომდინარე. უმოკლეს ვადაში მოხდა სტიქიისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება და მოხდა დაზიანებული ტერიტორიის პრინციპში ხელაალი აშენება და შექმნა ხარისხიანად.

 

8. დედაქალაქის მასშტაბით გამაგრების სამუშაოაები ჩაუტარდა 74 ავარიულ სახლს.

 

9. აშენდა 7 ახალი საბავშვო ბაგა - ბაღი, დაგეგმილია 10 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

 

10. რეაბილიტირდა თბილისის ზღვის შემოვლითი გზა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დედაქალაქის საცობებისგან გასათავისუფლლებლად.

 

11. დედაქალაქში მონტაჟდება 700 ახალი მგზავრთა მოსაცდელი.

 

12. ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის ძველ თბილისს 5 საფეხმავლო ქუჩა დაემატა.

 

13. დედაქალაქის მოსახლეობას ემსახურება ახალი MAN ის ფირმის ლურჯი ავტობუსები. ხდება ავტოპარკის სრული განახლება, რათა კომფორტულად იმგზავრონ დედაქალაქის მაცხოვრებლებმა და არამარტო მაცხოვრებებმა. მონტაჟდება ელექტრო ავტომობილებისათვის პარკირების და დატენვის ადგილები.

 

14. შენდება „ახალი ტიფლისი". სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა აღმაშენებლის ქუჩას. ესეთი ხარისხიანი რესტავრირებული ლოკაცია ფაქტიურად არ არსებობს არც თბილისში და არც აღმოსავლეთ ევროპაში. "ახალი ტიფლისი" არის სახე ჩვენი დედაქალაქის, რითიც იხიბლება უამრავი ტურისტი და ცხადია ჩვენი თანამოქალაქეები.

 

15. დედაქალაქში დაირგო 500 000 ზე მეტი ხე. მოეწხო 12 ბაღი და სკვერი.

 

16. მოხდა თბილისის ანძის განათების განახლება, რომელიც ერთ-ერთი სავზიტო ბარათია ჩვენი ქალაქის.

 

17. რეაბილიტირდა და გაიხსნა კუს ტბის საბაგირო გზა. წლების განმავლობაში მიტოვებული და გადადებული პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ფუნქციურად დათვირთული დღეს.

 

18. რეაბილიტირდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია. მოხდა წრიული ბილიკის კეთილმოწყობა და განვითარება. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც კიდევ უფრო გალამაზდება და დაიტვირთება.

 

19. შენდება ახალი მეტროსადგული „უნივერსიტეტი". მიმდინარეობს მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია და განახლება. დედაქალაქში არსებული საცობებიდან გამომდინარე ყველაზე მოხერხებული და ეფექტური ტრანსპორტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის განვიტარებისათვის.

 

20. აშენდა ახალი სპორტის სასახლე „მაღლივი კორპუსის" მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელმაც უამრავ ღონისძიებას უმასპინძლა და არის ერთ-ერთი ცენტრალური ლოკაცია ქალაქში სპორტული ტურნირებისათვის.

 

21. აშენდა ახალი სტუდენტური საცხოვრებელი, რომელიც ემსახურება სტუდენტებს.

 

22. შენდება "პანორამა თბილისი", რომელიც გახდება ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი ჩვენი ქალაქის და რაც ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი მოცულობითი ინვესტიცია არასდროს არ ჩადებულა თბილისში.

 

23. გაიხსნა ბევრი სასტუმრო. ბილთმორი და ა.შ., რომელიც ძალიან მნისვნელოვანია დედაქალაქის ტურისტული განვითარებისათვის.

 

ეს ის არასრული ჩამონათვალია რაც გაკეთდა უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ სანამ დედაქალაქის კრიტიკაზე გადავლენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები თუ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები ჯერ კარგად დააკვირდნენ ბოლო 2 წელში განვითარებულ პროექტებს, ახალი ლურჯი ავტობუსით მივიდნენ ახალ ტიფლისში და გაისეირნონ, შემდეგ კუს ტბაზე ავიდნენ საბაგიროთი, დაესწრონ სპორტულ ღონისძიებას ახალ სპორტის სასახლეში, ველოსიპედით გაისეირნონ ლისის ტბაზე, უბრალოდ გაისეირნონ დასუფთავებულ, მოვლილ დედაქალაქში და შემდეგ აღნიშნული სასიამოვნო ემოციებით დატვირთულებმა გააკრიტიკონ დედაქალაქის მმართველობა", - წერს ოთარ აბესაძე.




 

big_banner
არქივი