logo_geo
თამარ ოქრუაშვილი: ნუ ეძახით „ლიბერალებს“ იმ ხალხს, ვისაც არც სამშობლოს ბედი აწუხებს და, საერთოდ, გარე ძალის დასმულია!
- +

29 ივნისი. 2018. 12:36

 

„ნუ ეძახით „ლიბერალებს“ იმ ხალხს, ვისაც არც სამშობლოს ბედი აწუხებს და, საერთოდ, გარე ძალის დასმულია“, - წერს ჟურნალისტი თამარ ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში

 

„გაიხსენეთ, რომ, როცა ილია „მგზავრის წერილებს“ წერდა, ლიბერალი იყო!

როცა ილიამ დაწერა „ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვის „შეშლილის“ თარგმნაზედა“ - ლიბერალი იყო!

როცა ილიამ ბანკი დააარსა, რომ ქართული მიწები გადაერჩინა და უცხოტომელების ხელში არ ჩავარდნილიყო - მაშინაც ლიბერალი იყო!

როცა ილია „ქვათა ღაღადს“ წერდა - ლიბერალი იყო!

ამიტომ - ნუ ეძახით „ლიბერალებს“ იმ ხალხს, ვისაც არც სამშობლოს ბედი აწუხებს და, საერთოდ, გარე ძალის დასმულია!“ - წერს ოქრუაშვილი.

 

 

 

 

big_banner
არქივი