logo_geo
გიორგი იაკობაშვილი: „მესამე სექტორად“ წოდებული მეხუთე კოლონა წარმოადგენს ყველაზე დიდი საფრთხეს!
- +

2 ივლისი. 2018. 12:33

 

 

„ასო“-ები რისი „ასო“-ები არიან, თუ თავხედური სიცრუით წესიერ კაცს ჩირქი არ მოსცხეს?! არ დავიღლები და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ეს „მესამე სექტორად“ წოდებული მეხუთე კოლონა წარმოადგენს ყველაზე დიდი საფრთხეს საქართველოს სახელმწიფოსთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი იაკობაშვილი წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„გუშინ გვქონდა შეხვედრა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამოქმედო პრიორიტეტებთან დაკავშირებით. საკმაოდ საინტერესო შეხვედრა იყო, გამოითქვა აზრები და წინადადებები, რომლებიც აუცილებლად იქნება გაზიარებული და გათვალისწინებული.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ ლგბტ „ასო“-ების წარმომადგენლები, რომლებმაც თავიანთი პროვოკაციული, უზრდელობამდე მისული თავხედობით, ფაქტობრივად, შეხვედრის ჩაშლა სცადეს, რაც, საბედნიეროდ, არ გამოუვიდათ.

 

რას ითხოვდნენ? რას და - ლგბტ პრობლემატიკის აქტიურად გაშუქების აუცილებლობის დაფიქსირებას საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტებში.

 

მათ არ აინტერესებთ ეკოლოგია, არ აინტერესებთ ეკონომიკა, არც ტერიტორიული მთლიანობა, არც ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა... მათი ინტერესის საგანს არ წარმოადგენს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა ნარკომანია, ლუდომანია, სუიციდი, დემოგრაფია, შრომის უსაფრთხოება... არ აინტერესებთ პენსიონერები, ვეტერანები, შშმ პირები, მოზარდები...

 

მათ აინტერესებთ მხოლოდ ლესბოსელები, გეები, ბისექსუალები და ტრანსსექსუალები!!!

 

თქვენ წარმოიდგინეთ, არ აინტერესებთ სვინგერები და ნუდისტები, ბაიკერები და პანკები, ფილატელისტები და ნუმიზმატები...

 

და, საერთოდ, ამ ლგბტ „ასო“-ებისთვის ქართულ დამწერლობაში მხოლოდ ოთხი ასო წარმოადგენს ინტერესის საგანს - „ლ“, „გ“, „ბ“ და „ტ“.

 

არ ვიცი, რა ერქვა იმ კიკინიან არსებას - ჯემალი, ჯუმბერი თუ გულო... ეს მისი პირადი საქმეა, მაგრამ თავხედობა და უზრდელობა, უვიცობით გამოწვეული აგრესია არავის შერჩება.

 

ერთმა წვეროსანმა ლგბტ-მ დამცინა - კომუნისტების დროს ხარ დაბადებულიო.

 

ელაპარაკე ახლა ამისთანა „ტ“-ს სამშობლოზე, მეგობრებზე, წინაპრებზე და მომავალზე“, - წერს იაკობაშვილი.

 

 

big_banner
არქივი